ჩემ მიერ შექმნილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსები ბიოლოგიაში

ბიბლიოთეკა

სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა(2013 – 2014 სასწავლო წელი)

VIII კლასის ხელმძღვანელის  სამუშაო გეგმა (2013 – 2014 სასწავლო წელი)

დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
  შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
 აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

 შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;

 თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

 ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;




2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

 მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმავ შეხვედრის თემებს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა.   მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.

 მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ  ჩავატაროთ კლასის საათები შემდეგი თემატიკით:

  • მოსწავლეთა ქცევის კოდექსი.
  • სიმეტრია ბუნებაში
  • დისკუსია-მე რომ მასწავლებელი ვიყო
  • სვეტიცხოვლობის დღესასწაული
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • ჩემი საყვარელი წიგნი
  • მე და პოეზია
  • შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები
  • კვება და ჯანმრთელობა
  • მინდა ვიყო პოპულარული
  • ადამიანის გავლენა ბუნებაზე
  • ალკოჰოლის მავნეობა
  • მომხიბვლელობა
  • ჩვენი პლანეტა დედამიწა
  • ქრისტიანობა
  • მე ვარ ქართველი
  • "თეთრი ტყვე"
  • კოლხეთის სამეფო
  • მოწევის მავნებლობა
  • ნიკოლა ტესლა-გენიოსი,რომელმაც გაანათა მსოფლიო
  • დოკუმენტური ფილმი "სახლი"
  • გადაშენების პირას მყოფი ცხოველები
  • შიდსი
  • ანტარქტიდა ყინულს ქვემოთ
  • ამაზონის მითები
  • საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები
  • ბაღის ფრინველებზე დაკვირვება


კლასის საათი თემაზე:

 შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები.

     12 ოქტომბერს დავესწარი ტრენინგს თელავის 
 საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში. მისამართი: ერეკლე მეორის გამზირი N16. თემა:სწავლება დოკუმენტური ფილმების გამოყენებით.
 14 ნოემბერს მერვე კლასში ჩავატარე კლასის საათი თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები.მოსწავლეებს ვუჩვენე დოკუმენტური ფილმი :მფრინავი ენი.














ექსკურსია წინანდლის დეკორატიულ პარკში .

  16 ნოემბერს გავემგზავრეთ წინანდლის დეკორატიულ პარკში ექსკურსიაზე  მცენარეულობის ამოსაცნობად და სურათების გადასაღებად.მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ ირაკლი ხმალაძის მიერ წინანდლის პარკში გავრცელებული მცენარეების დახასიათებას წიგნიდან "წინანდლის სავანე",რომელიც 1975 წელსაა გამოცემული.


     

    კლასის საათი თემაზე 
"ადამიანი და გარემო".
      2013 წლის  3 დეკემბერს ჩავატარე კლასის საათი თემაზე "ადამიანი და გარემო".მოსწავლეებს ვუჩვენე ფილმი "ადამიანი,რომელიც ხეებს რგავდა".მოსწავლეებს ფილმის ყურების წინ დავურიგე წინასწარ გამზადებული ფურცლები ცხრილით,სადაც უნდა  ჩაეწერათ ფილმის ყურების დროს ტყეების გაჩეხვას რა უარყოფითი შედეგები მოსდევს და ტყის  გაშენებას რა დადებითი შედეგები მოყვება.ფილმის დამთავრების შემდეგ მოვისმინეთ თოთეული მოსწავლის პასუხი.

კლასის საათი თემაზე:
ჩვენი პლანეტა დედამიწა

2014 წლის 28 იანვარს ჩავატარეთ კლასის საათი .მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან ,დაამზადეს კოლაჟი,მოაწყვეს პრეზენტაცია.








 შემდეგ მათ ვუჩვენე ჩემს მიერ მომზადებული ვიდეო:



პლანეტა დედამიწის ულამაზესი ხედები:












კლასის საათი თემაზე:
ქრისტიანობა.

2014 წლის 7 თებერვალს  ჩავატარეთ კლასის საათი .მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან ქრისტიანული რელიგიის ძირითადი მიმართულებების შესახებ და მოაწყვეს პრეზენტაცია.





ანა ყაჭიაშვილი,ანი ბაზიერაშვილი,ანა გომურაშვილი-"პროტესტანტიზმი"



მზია ყაჭიური,გვანცა მამუკაშვილი-"კათოლიკობა და მართლმადიდებლობა"

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო:

როგორ გავიგოთ სწორი ქრისტიანობა?

2014 წლის  14 თებერვალს ჩავატარეთ 
კლასის საათი თემაზე:
მე ქართველი ვარ
2014 წლის  19 თებერვალს ჩავატარეთ 
კლასის საათი თემაზე:
"თეთრი ტყვე"

ფილმის მოქმედება ანტარქტიკაში ვითარდება. სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ჯერი შეპარდი, მისი საუკეთესო მეგობარი კუპერი და გეოლოგი, მიემგზავრება მეტეორიტის საძებნელად. მაგრამ მოულოდნელმა შემთხვევამ და ამინდის პირობები აიძულებენ მათ დატოვონ თავიანთი მარხილში შებმული ძაღლები და უკან დაბრუნდნენ. და ეხლა რვა ძაღლმა ექვსი თვის განმავლობაში უნდა იბრძოლონ თავიანთი სიცოცხლეების გადასარჩენად ყინულოვან უდაბნოში და დაელოდნონ გადარჩენას.

კლასის საათი თემაზე:
კოლხეთის სამეფო
2014 წლის 28 თებერვალს ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე:კოლხეთის სამეფო.ანა ყაჭიაშვილმა თანაკლასელებს გააცნო კოლხეთის სამეფოს გეოგრაფია და ტოპონიმიკა,ისტორია და ადრეული პერიოდი.მან ინფორმაცია მოიძია ინტერნეტიდან და წარმოადგინა პრეზენტაციის სახით.
კლასის საათი თემაზე:
მოწევის მავნებლობა
2014 წლის 7 მარტს ჩავატარეთ კლასის საათი თამბაქოს წევის მავნებლობის შესახებ .მოსწავლეებს ვუჩვენე ჩემს მიერ intelis ტრენინგზე მომზადებული პროექტის პრეზენრაცია 
პრეზენტაციის შემდეგ კი https://www.youtube.com-ზე ატვირთული კლიპი "მოწევა კლავს"
2014 წლის 14 მარტს ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე : ნიკოლა ტესლა,გენიოსი რომელმაც მსოფლიო გაანათა.
მზია ყაჭიურმა,გვანცა მამუკაშვილმა.ანა ყაჭიაშვილმა მოიძიეს ნიკოლა ტესლას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტიდან და გააცნეს თანაკლასელებს.
2014 წლის 21 მარტს ჩავატარეთ კლასის საათი,მოსწავლეებს ვუჩვენე დოკუმენტური ფილმი  "სახლი"

„სახლი" („Home") 2009 წელს გადაიღეს უდიდესმა ხელოვანებმა - იან არტიუს ბერტრანმა, გამოჩენილმა ფოტოგრაფმა და ლუკ ბესონმა, საკულტო რეჟისორმა. ფილმის გადაღებას მათ წელიწად-ნახევარი მოანდომეს. გადაღებები 50-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად საგანგებო ნებართვა იყო საჭირო, რაც უფრო მეტად ართულებდა საქმეს.
ფილმი ასახავს დედამიწის მშვენიერებას, რომელსაც გადაშენება ემუქრება. იგი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან -  ვერტმფრენიდანაა გადაღებული - თვალწინ იშლება ისლანდიის, გრენლანდიის, ანტარქტიდის, კოსტა-რიკის, არგენტინის, ინდონეზიის ბუნების უნიკალური ხედები , ენით აუწერელი სილამაზის ადგილები, რომლებიც ადამიანის ქმედებებს ეწირება.
თუმცა ყველა ქვეყანა ერთნაირი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ფილმის გადაღებას. რაც უფრო დიდი იყო წინააღმდეგობა, მით უფრო ცხადი ხდებოდა ავტორებისთვის, რომ ამ აკრძალვების მიღმა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები იმალებოდა. საუდის არაბეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მათ მრავალი ობიექტის გადაღებაზე უარი უთხრეს. გადაღებული მასალის ნაწილი უბრალოდ კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო არგენტინაში გადამღები ჯგუფის წევრებმა ერთი კვირა ციხეში გაატარეს. თავად ფილმი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა. იმ ქვეყნებში, რომლებიც არცთუ მომხიბვლელი კუთხით წარმოაჩინეს ფირზე.
ფილმში ნაჩვენებია ხელუხლებელი, ველური ბუნება და ის მოუშუშებელი იარები, რაც ინდუსტრიულმა განვითარებამ, ომმა, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა დააჩნია დედამიწას. ამ ჭრილში დანახული პროცესები რეალობას ასახავს და ჩვენც მეტი გონიერებისკენ მოგვიწოდებს.
სათაური შემთხვევით არ შეურჩევიათ; როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან ადამიანები, რა განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ტრადიციები, ენა, კულტურა, ყველას ერთი, საერთო სახლი გვაქვს. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს სახლი ძალიან დიდი ჩანდა, ტექნოლოგიურმა წინსვლამ, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარებამ კი ერთბაშად „დააპატარავა". ახლა გაცილებით ნაკლები ხანი გვჭირდება ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოსახვედრად; თუ ატლანტის ოკეანის გადაკვეთა ერთ დროს შეუძლებელი იყო, შემდეგ გემით რამდენიმე თვე ან კვირა სჭირდებოდა, დღეს კონტინენტებს სულ რამდენიმე საათის საფრენი აშორებს. ერთი ადგილი მეორეზე დიდ გავლენას ახდენს და ეს გავლენა მხოლოდ დადებითი და პროგრესული არ არის. ამის მაგალითია მჟავა წვიმები და ტრანსსასაზღვრო მდინარეების დაბინძურება, რომლის დროსაც ერთ ქვეყანაში მომხდარი ეკოლოგიური უბედურების შედეგები მეორეში იჩენს თავს. ერთი სიტყვით, დედამიწა ყველა ჩვენგანის სახლია და აქ პრობლემების გარეშე რომ ვიცხოვროთ, მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე არ უნდა ვიფიქროთ.
რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს? უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი აღმოჩენის საშუალებას იძლევა. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მას, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, გააზრებულად მოვეპყროთ ჩვენს გარემოს, ზემოქმედება მოვახდინოთ არსებულ ვითარებაზე. არ შეიძლება, მხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ და ჩვენს კეთილდღეობას ბუნებრივი გარემო და რესურსები შევწიროთ. მომავალ თაობებს უნდა შეეძლოთ, დატკბნენ ველური ბუნების წარმტაცი ხედებით და არ ჰქონდეთ საფიქრალი, სად იცხოვრონ, არ არსებობდნენ ეკომიგრანტები.
ბუნების დამცველებად არ იბადებიან; ბუნების დამცველად ადამიანს თვითშეგნება, ცოდნა, მორალური ღირებულებები აქცევს. დედამიწა იცვლება, იცვლება ყველა მიმართულებით. ჩემი დაბადებიდან დღემდე მსოფლიოს მოსახლეობა გაორმაგდა, რაც ბუნებაზე ბევრად უფრო დიდ ზეწოლას გულისხმობს, ფართოვდება ადამიანის საცხოვრებელი, მისი არსებობისთვის საჭირო პროდუქციის წარმოების ადგილები ავიწროებს ბუნებას... ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება, ამიტომ ბუნებას დაცვა სჭირდება, რათა მასთან ყოველი შეხება უფრო გააზრებული იყოს, არ ვანადგურებდეთ სახლს, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მოვიხმარდეთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება. ეს კი შესაძლებელია, რადგან მხოლოდ საფრანგეთში 13 მილიონი ადამიანი უსასყიდლოდ ემსახურება გარემოს დაცვას, ჩართულია გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
რეჟისორმა იან ბერტრანმა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ უარი თქვა საავტორო უფლებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მისი ნახვა ნებისმიერს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. ამით ბერტრანმა საშუალება მოგვცა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გვენახა ფილმი და გადაგვეწყვიტა, როგორი მომავალი გვირჩევნია, უმოქმედოდ დავრჩეთ თუ გარემოს დამცველთა უზარმაზარ არმიას შევუერთდეთ.
ფილმში გვიჩვენებს უდაბნოს ტიპის ლანდშაფტებს; ერთი მხრივ - ლას ვეგასს ვილებით, წყლის ატრაქციონებითა და უზარმაზარი მდიდრული აუზებით, მეორე მხრივ კი ინდოეთს, სადაც ქალები წყლის მოსატანად ყოველდღიურად კილომეტრებს გადიან, თხრიან უფრო და უფრო ღრმა ჭებს და ორმოებს, რომლებიც მუსონური წვიმების დროს წყლით ივსება და ერთგვარ რეზერვუარებს ქმნის.


საინტერესოა, რომ ბევრმა კრიტიკულად მიიღო ფილმი. მის ავტორებს საყვედურობენ გამონაბოლქვის გამო, რომელიც გადაღების დროს ვერტმფრენიდან ატმოსფეროში გაიბნა. გადამღები ჯგუფი კი ირწმუნება, რომ ეს ნახშირორჟანგი სულ ორი სპილოს წონა იყო, დაახლოებით იმდენი, რამდენსაც თანამედროვე ქალაქის მცხოვრები აბნევს ატმოსფეროში. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნახშირორჟანგის კომპენსაცია მოხდა სპეციალური პროგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამონაბოლქვის სანაცვლოდ მწვანე პროექტის განხორციელებისთვის გადაიხადო გარკვეული თანხა. ამ შემთხვევაში ფული ტრადიციული ენერგოწყაროების ალტერნატიულით ჩანაცვლებისთვის გადაირიცხა.
ფილმი უსასყიდლოდ განთავსდა YouTube-ზე და უკვე 100 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა სხვადასხვა ენაზე. ეს არცთუ უმნიშვნელო შედეგია. ფილმი 40 ენაზე ითარგმნა, 131 ქვეყანაში მისი ოფიციალური ჩვენება გაიმართა, მიიღო უამრავი ჯილდო...
ფილმის მთავარი სათქმელი ასეთია: ის, რის შექმნასაც ასეულობით წელი სჭირდება, შესაძლოა უმოკლეს დროში განადგურდეს.
ფილმში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
● მოსახლეობის მხოლოდ 20% იყენებს რესურსების 80%-ს.
● სამხედრო დანახარჯები 12-ჯერ აღემატება საერთაშორისო დახმარებათა მოცულობას.
● მსოფლიოში ყოველდღიურად 5 ათასი კაცი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე. უწყლობით იტანჯება მილიარდი ადამიანი.
● მილიარდი ადამიანი შიმშილობს.
● მარცვლეულის 50% ცხოველების გამოსაკვებად და ბიოსაწვავად გამოიყენება.
● სახნავ-სათესი მიწების 40% ეროზირებულია.
● ყოველწლიურად ნადგურდება 13 მლნ ჰა ტყე.
● ოთხიდან ერთი ძუძუმწოვარი, რვიდან ერთი ფრინველი, სამიდან ერთი ამფიბია გადაშენების პირასაა.
● სარეწაო თევზის სამი მეოთხედი უკვე გადაშენების პირასაა.
● კლიმატის ცვლილება სულ უფრო კატასტროფულად აისახება დედამიწის სხვადასხვა ადგილზე.
● უკანასკნელ 40 წელიწადში ყინულოვანი საფარი 40%-ით გათხელდა.
● 2050 წლამდე კლიმატის ცვლილების გამო 200 მლნ მიგრანტი გვეყოლება

ინგლისურ ენაზე


- რუსულ ენაზე
წყარო     2014 წლის 28 მარტს ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე-

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები .

მოსწავლეებს ვუჩვენე "ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტის მიერ მომზადებული ვიდეო. 

 


                                                                           2014 წლის 4 აპრილს ჩვატარეთ კლასის საათი თემაზე -შიდსი .
მოსწავლეებს ვუჩვენე ვიდეო,სადაც მაია ცინცაძე, ექიმი-ეპიდემიოლოგი საუბრობს აივ/შიდსის შესახებ. ხოლო შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი   პრეზენტაცია თემაზე-"შიდსი"
2014 წლის 11 აპრილს ჩავატარეთ  კლასის საათი თემაზე- ანტარქტიდა ყინულს ქვემოთ.
                               2014 წლის 28 აპრილს ჩავატარეთ  კლასის საათი თემაზე  "ამაზონის მითები".        მოსწავლეებს ვუჩვენე კრისტენ ბაუმეისტერის დოკუმენტური ფილმი ამაზონის ჯუნგლების შესახებ.მოსწავლეები გაეცნენ ამაზონის ტენიანი ტროპიკული წვიმის ტყეების მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას და კვებით კავშირებს ცოცხალ ორგანიზმებს შორის.                           2014 წლის 12 მაისს ჩვატარეთ  კლასის საათი თემაზე- საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები. მოსწავლეებს ვუჩვენე ჩემს მიერ მომზადებული ვიდეო ბაღის ფრინველების შესახებ.
ხოლო შემდეგ მოვასმენინე თითოეული ფრინველის ხმა: შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე ბაღის ფრინველების აღრიცხვის ცხრილები და ავუხსენი როგორ უნდა შეევსოთ.მისი ნახვა შეგიძლია აქ- ფრინველების აღრიცხვის ცხრილი.
2014 წლის 22 მაისი,კამპანია–''ბაღის ფრინველთა საათი''
 2009 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა კამპანია–''ბაღის ფრინველთა  საათი'',ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღის–22 მაისის  აღსანიშნავად. კამპანიის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში,რომ  ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ბიომრავალფეროვნების  ღირებულებისა და სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ.  შეუქმნას მათ ბუნებრივი გარემოს  მიმართ ესთეტიური ფასეულობები და   მართებული დამოკიდებულები. გარდა ამისა, კამპანია ხელს უწყობს იმ  მჭიდრო კავშირის უკეთ აღქმა-გაცნობიერებას, რომელიც ბუნებრივი გარემოს  მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებობს.
     კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს თელავის რაიონის სოფელ ვანთის  საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა.ისინი დიდი ენთუზიაზმით  ჩაებნენ ამ  კამპანიაში . ხალისით დააკვირდნენ ფრინველებს და შეავსეს  ფრინველებზე  დაკვირვების ცხრილები.
 22 მაისს რადგან წვიმა იყო,23 მაისს  მოსწავლეები დილის რვის ნახევრიდან ცხრის ნახევრამდე დააკვირდნენ ფრინველებს და მონაცემები შეიტანეს ცხრილებში.  ''ბაღის ფრინველთა საათი''–ს კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს VII,VIII და IX კლასის ოცდახუთმა  მოსწავლემ.
 ფრინველთა დათვლის შედეგები : 
ფრინველი2013 წელი2014 წელი
1საყელოიანი გვრიტი67
2ჩვეულებრივი გუგული77
3ოფოფი512
4ჭრელი კოდალა-6
5სოფლის მერცხალი8696
6ქალაქის მერცხალი6018
7ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა62
8გულწითელა819
9სამხრეთული ბულბული116
10შავი შაშვი1532
11თოხიტარა719
12წყალწყალა513
13შავი წივწივა117
14დიდი წივწივა311
15წიწკანა541
16ჭინჭრაქა  ( ღობემძვრალა )739
17ნიბლია  (  სკვინჩა  )135
18ჩიტბატონა198
19მწვანულა419
20კულუმბური310
21სახლის  ბეღურა6884
22მოლაღური 717
23ჩხიკვი414
24კაჭკაჭი1320
25რუხი  ყვავი1016

Комментариев нет:

Отправить комментарий