როგორ შევარჩიოთ დამრიგებლის მუშაობის მეთოდი
ეროვნული სასწავლო გეგმა
მუხლი 6. დამრიგებელი
1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.
2. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3. დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) (ამოღებულია - 03.09.2013, №126/ნ);
თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია) მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.
4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ნ - ვებგვერდი, 12.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა(2014 – 2015 სასწავლო წელი)
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
შევიმუშავებ სადამრიგებლო საათის გეგმას, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმავ შეხვედრის თემებს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.
მოსწავლეებთან ერთად გადავწყვეტთ და ყოველ კვირას ჩავატარებთ კლასის საათებს ზემოთ ჩამოთვლილი სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებების მიხედვით.
კალენდარული გეგმა
##
|
შესასრულებელი საკითხები
|
შესრულების
დრო
|
კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
ჟურნალის და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება
|
სექტემბერი,
მთელი წლის მანძილზე
| |
წლიური სამუშაო გეგმის შედგენა
|
სექტემბერი
| |
მშობელთა კრება ორგანიზაციულ საკითხებზე
|
სექტემბრის ბოლოს
| |
კლასის საათი ორგანიზაციულ
საკითხებზე
|
სემესტრის
დასაწყისში
| |
მოსწავლეთა გამოცხადების და დაგვიანე-
ბის ყოველდღიური აღრიცხვა
|
მთელი წლის
მანძილზე
| |
ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან
|
მთელი წლის
მანძილზე
| |
“მხიარული სტარტები”-მე-9 და მე-8 კლასს შორის
|
ოქტომბერი
| |
ექსკურსია თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
|
ნოემბერი
| |
საახალწლო ღონისძიება-ვიქტორინა
|
დეკემბერი
| |
კლასის საათი სხვადასხვა თემაზე
|
მთელი წლის მანძილზე,კვირაში ერთხელ
| |
კლასის საათი:
1 სემესტრის შედეგების განხილვა
|
იანვარი
| |
„დედის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება
|
მარტი
| |
კლასის საათი წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
|
ივნისი
| |
მშობლებისათვის შედეგების გაცნობა
|
ივნისი
| |
ექსკურსია
|
ივნისი
|
საორგანიზაციო საკითხები:
1. მოსწავლეთა სიის დაზუსტება
2. სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების პრობლემის საკითხის მოგვარება.
3. მორიგეობის სიის დადგენა.
4. გაკვეთილების ცხრილის დადგენა-დაზუსტება.
5. კლასის ლიდერთა ჯგუფის შექმნა და მოვალეობების გადანაწილება
6. სკოლის შინაგანაწესის გაცნობა მოსწავლეებისათვის და თვალყურის დევნება მის შესარულებაზე.
7. მოსწავლეთა ჩაბმა სასკოლო–საბიბლიოთეკო მუშაობაში.
8. ინფორმაციების მოკრება მოსწავლეთა სკოლისგარეშე წრეებში ჩაბმულობასთან დაკავშირებით.
9. საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა.
10. თვალყურის დევნება აკადემიურ მოსწრებაზე, ქცევებზე, გაცდენა–დაგვიანებებზე.
11. დაკვირვება მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე.
12. დაკვირვება მოსწავლეთა ინტერესებზე, მიდრეკილებებზე (საჭიროებისამებრ გათვალისწინება).
13. მუშაობა ძნელადაღსაზრდელებთან (ჯგუფურად, ინდივიდუალურად, ბინაზე მისვლა, მშობლის გამოძახება).
14. საჭიროებისამებრ თანამშრომლობა მშობლებთან, იურისტთან, ფსიქოლოგთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტთან, საგნის მასწავლებლებთან და სხვა.
15. მუშაობა მშობლებთან წლის მანძილზე (ინდივიდუალურად, ჯგუფურად, კლასთან ერთად)
16. მუშაობა მოსწავლეებთან (ინდივიდუალურად, ჯგუფურად, კლასთან ერთად)
შრომითი აღზრდა
1. მოსწავლეთა ჩაბმა კლასში სანიტარულ–ჰიგიენური პირობების დაცვაში.
2. კლასის ესთეტიკური გაფორმება.
3. ბუნებრივი კუთხის მოწყობა და მცენარეთა მოვლა–პატრონობა.
4. თვალსაჩინოებიოს დამზადება და გამოფენა (საჭიროებისამებრ).
5. სკოლის ეზოს, სასკოლო ნარგავების და სხვ. მოვლა–პატრონობა, დასუფთავება და სხვა საქმიანობები.
პატრიოტული აღზრდა
1. ვიცოდეთ ჩვენი მხარის კახეთის ადმინისტრაციული ცენტრის თელავის ისტორია-გეოგრაფია. (პროექტი-საკლასო და სასკოლო კონფერენცია)
2. ვიცოდეთ ჩვენი სამშობლოს ჰიმნი.
3. ვიქტორინა–კონკურსი: “საქართველო ჩემი სამშობლოა”
ესთეტიკური აღზრდა
1. მონაწილეობა სხვადასხვა სახის სასკოლო ღონისძიებებსა და მის მომზადებაში.
3. ისტორიული მუზეუმებისა და სხვა ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება (ექსკურსია თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში)
რელიგიურ–ზნეობრივი აღზრდა
1. დასწრებული და დაუსწრებელი ექსკურსიები მნიშვნელოვანი ტაძრების მოსახილველად.
მშობლებთან მუშაობა
1. სისტემატიური კონტაქტები (ბინაზე მისვლა, სკოლაში გამოძახება, ერთობლივი ბრძოლა გაცდენა–დაგვიანებების წინააღმდეგ).
2. მშობელთა საქმიანობისა და ცხოვრების სტილის შესწავლა, რეკომენდაციები შვილებთან ურთიერთობის სესახებ.
3. მშობელთა კრებების ჩატარება საჭიროებისამებრ.
საკითხები მშობლებთან მუშაობისათვის
1. სკოლის შინაგანაწესის და ქცევის წესების შესაბამისად მშობელთათვის მათი უფლება–მოვალეობების გაცნობა.
2. ინფორმაციები აკადემიური მოსწრების შესახებ (პერიოდული სიხშირით)
3. ასაკობრივი პრობლემები და მათი დაძლევის გზები
4. მშობლის ავტორიტეტი და როლი შვილის აღზრდაში.
5. რჩევები საზაფხულო არდადეგების შინაარსიანად გატარებისათვის და სხვ.
მოსწავლეებთან მუშაობა
1. სისტემატიური კონტაქტები მოსწავლეებთან.
2. ინტერესებისა და ცხოვრების სტილის შესწავლა.
3. კლასის კრებებისა და კლასის საათების ჩატარება.
საკითხები მოსწავლეებთან მუშაობისათვის.
1. სიის დადგენა
2. სასწავლო ნივთებით მომარაგების საკითხი
3. მორიგეობის დადგენა
4. გაკვეთილების ცხრილის დაზუსტება და მოსწავლეებისათვის გაცნობა.
5. ლიდერთა ჯგუფის შექმნა.
6. სკოლის შინაგანაწესის გაცნობა
7. საორგანიზაციო კუთხის შექმნა
8. ასაკობრივი პრობლემები და მათი დაძლევის გზები. (საუბრები პერიოდული სიხშირით)
9. ბრძოლა გაცდენებისა და სხვა მავნე ჩვევების წინააღმდეგ.
10. ინდივიდუალური მუშაობა სუსტ მოსწავლეებთან.
11. აკადემიურ მოსწრებაზე თვალყურის დევნება.
12. რა ვაკეთოთ საზაფხულო არდადეგებზე? (რჩევები)
სავარაუდო თემატიკა კლასის საათისათვის:
#
|
თემები
|
შეხვედრების რაოდენობა
|
1
|
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე
|
1 შეხვედრა
|
2
|
როგორ ვსწავლობთ,როგორ ვისწავლოთ უკეთ?
|
2 შეხვედრა
|
3
|
თვითგანვითარება
|
2 შეხვედრა
|
4
|
ჩემი მიზანი
|
2 შეხვედრა
|
5
|
ჩემი არჩევანი,ჩემი მომავალი პროფესია
|
2 შეხვედრა
|
6
|
სწრაფვა წარმატებისაკენ
|
2 შეხვედრა
|
7
|
კლასის საათი:I სემესტრის შედეგების განხილვა
|
1 შეხვედრა
|
8
|
ვულკანი
|
2 შეხვედრა
|
9
|
სასკოლო შფოთვა-როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?საკონტროლოსთვის?
|
3 შეხვედრა
|
10
|
რა არის გენდერული როლები
|
1 შეხვედრა
|
11
|
იდენტობა-ვინ ვარ მე?
|
1 შეხვედრა
|
12
|
სიყვარული
|
1შეხვედრა
|
13
|
კლიმატის ცვლილება
|
2 შეხვედრა
|
14
|
კონფორმიზმი
|
1 შეხვედრა
|
15
|
მინდა ვიყო პოპულარული
|
2 შეხვედრა
|
16
|
მომხიბვლელობა
|
2 შეხვედრა
|
17
|
არა ძალადობას
|
2 შეხვედრა
|
18
|
ლიდერობა
|
1 შეხვედრა
|
19
|
კლასის საათი: წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
|
1 შეხვედრა
|
20
|
არა ნარკოტიკებს!
|
2 შეხვედრა
|
21
|
ხასიათის სიმტკიცე
|
2 შეხვედრა
|
თამარ ენუქიშვილი
2014 წლის 15 სექტემბერი
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე:
1-კლასის ხელმძღვანელის წლიური სამუშაო გეგმის გაცნობა,
2-სახელმძღვანელოების სასწავლო ნივთების პრობლემის მოგვარება,
3-მორიგეობის სიის შედგენა,
4-გაკვეთილების ცხრილის ჩაწერა,
5-კლასის ლიდერთა ჯგუფის შექმნა
"ერთად დავასუფთაოთ საქართველო!"
2014 წლის 19-20 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში,რომელსაც ,,ერთად დავასუფთაოთ საქართველო"ჰქვია!"
19 სექტემბერს(პარასკევს)მათ დაასუფთავეს სკოლის ეზო.
2014 წლის 24 სექტემბერი
კლასის საათი
1-მოსწავლეთა ჩაცმულობა და ქცევის წესები სკოლაში,
2-დისციპლინური გადაცდომები და შესაბამისი ღონისძიებები
2014 წლის 29სექტემბერი
მუშაობა დავიწყეთ პროექტზე -ნარჩენები
კლასის მოსწავლეები გავანაწილე 3 ჯგუფად.
Iჯგუფი:
ბაზიერაშვილი ანი,
შარვაშიძე დაკო,
შარვაშიძე ლამრიკო,
ღოღელიშვილი ლუკა.
IIჯგუფი:
მამუკაშვილი გვანცა,
გომურაშვილი ანა,
კირვალიძე თენგიზი,
ყაჭიური მზია.
IIIჯგუფი:
ყაჭიაშვილი ანა,
ბაღათრიშვილი ცირა,
ქევხიშვილი გურამი,
გერგეშელიძე ჰამლეტი.
თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება,რომ უნდა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში და მოამზადონ პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე:
Iჯგუფი:რა არის ნარჩენების ინტეგრირებული მართვა;
IIჯგუფი:რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვა;
IIIჯგუფი:რა უნდა გავაკეთოთ ნარჩენების სწორი მართვის დასანერგად.
2014 წლის 3 ოქტომბერი
კლასის საათი:როგორ ვსწავლობთ?როგორ ვისწავლოთ უკეთ
როგორ ვსწავლობთ?როგორ ვისწავლოთ უკეთ from enuqishvili
2014 წლის 10 ოქტომბერი
კლასის საათი:რატომ ვივიწყებთ ადამიანები?
თვითგანვითარება from enuqishvili
2014 წლის 23ოქტომბერი
კლასის საათი:წყლის უდიდესი საიდუმლოება
მოსწავლებს ვთხოვე დაესახელებინათ ის ფაქტები ,რაც იციან წყლის შესახებ.შემდეგ ვუჩვენე დოკუმენტური ფილმი:
2014 წლის 29 ოქტომბერი
ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლის სიმონ შარვაშიძის დახმარებით მოვაწყვეთ კლასგარეშე ღონისძიება "მხიარული სტარტები".
ჩემი მიზანი from enuqishvili
2014 წლის 14 ნოემბერი
მოსწავლეებს ვეკითხები:
თუ დაფიქრებულხართ პროფესიის არჩევაზე?
როგორ გესმით სიტყვა პროფესია?
რა გხიბლავთ არჩეულ პროფესიაში?
რამ განაპირობა მათი არჩევანი?
როგორ გესმით სიტყვა პროფესია?
რა გხიბლავთ არჩეულ პროფესიაში?
რამ განაპირობა მათი არჩევანი?
რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა პროფესიის არჩევისას?
რა უფრო მნიშვნელოვანია-ინტერესები,მონაცემები,
მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ თითოეულ კითხვას.
შემდეგ მოსწავლეებს ვაკეთებინებ ინტერესების დასადგენ ტესტს,რომელიც 78 შეკითხვისგან შედგება.კითხვაში მოწოდებული შინაარსი თუ ძალიან მოწონთ უნდა დაუწერონ ( ₊₊),თუ მხოლოდ მოწონთ( ₊),თუ არ მოწონთ( ₋),ხოლო თუ ძალიან არ მოწონთ (₋ ₋)
შემდეგ მოსწავლეებს ვაკეთებინებ ინტერესების დასადგენ ტესტს,რომელიც 78 შეკითხვისგან შედგება.კითხვაში მოწოდებული შინაარსი თუ ძალიან მოწონთ უნდა დაუწერონ ( ₊₊),თუ მხოლოდ მოწონთ( ₊),თუ არ მოწონთ( ₋),ხოლო თუ ძალიან არ მოწონთ (₋ ₋)
2014 წლის 14 ნოემბერი
კლასის საათი:ჩემი არჩევანი,ჩემი მომავალი პროფესია
მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ ინტერესების დასადგენი ტესტის პასუხები,რომელიც 78 შეკითხვისგან შედგება და წინა კლასის საათის დროს შეასრულეს.ამისთვის იყენებენ ტესტის გასაღებს:
შედეგების მიღების შემდეგ ვეკითხები მოსწავლეებს:
თქვენი აზრით რამ განაპირობა ინტერესი აღნიშნული სფეროს მიმართ?თითოეული მოსწავლე გამოთქვამს თავის მოსაზრებებს.
შემდეგ ვუხსნი:
ძალიან მნიშვნელოვანია არჩეული პროფესიის მიმართ ინტერესი.ინტერესები ზოგჯერ სხვადასხვა უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.მაგრამ ინტერესები უფრო ცვალებადია(დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს),უნარები კი უფრო მდგრადია.
უნარი -ეს არის ადამიანის ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურება,რომელშიც შედის როგორც სხვადასხვა კოგნიტური(შემეცნებითი) ისე-პიროვნული თავისებურებები.
მაგრამ მხოლოდ უნარის არსებობა არ არის გარანტი,რომ ადამიანი აუცილებლად განივითარებს მას.მხოლოდ მათემატიკური უნარების არსებობა არ ნიშნავს,რომ ადამიანი აუცილებლად კარგი მათემატიკოსი გამოვა.
უნარების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ადამიანის მიზანსწრაფულობაზე. მიზნის დასახვა და შემდეგ შრომა მიზნის მისაღწევად აუცილებელია.
ადამიანები პროფესიის არჩევისას ითვალისწინებენ:
- პროფესიის მოთხოვნას ბაზარზე;
- ადამიანის უნარებს,ნიჭს,შესაძლებლობებს;
- ინტერესებს;
- მშობლების,მეგობრების რჩევებს;
- პროფესიის პრესტიჟულობას.
2014 წლის 28 ნოემბერი
კლასის საათი:სწრაფვა წარმატებისკენ
Publish at Calameo or read more publications.
2014 წლის 5 დეკემბერი
კლასის საათი:ნარჩენები და ხელოვნება
მოსწავლეებს ვუჩვენე გადაცემა "ეკოვიზია" - 'Ecovision' TV Show-ის მიერ მომზადებული ვიდეო ნარჩენების გადამუშავება:
ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი თსუ ეკო კლუბის კონკურსის "შექმენი საახალწლო ნაძვის ხე" პირობები."კონკურსის მიზანია,შევაჩეროთ ტყეების განადგურება,ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა,საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების შექმნა წავახალოსოთ."მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ.
2014 წლის 11 დეკემბერი
კლასის საათი:ნარჩენების გამოყენება
მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
- რატომ უნდა გამოვიყენოთ ნარჩენები?
- როგორ უნდა შევამციროთ ნარჩენები?
- თუ იყენებთ თქვენ ნარჩენებს და როგორ?
ანა ყაჭიაშვილი:
თეა იმერლიშვილი:
სოფიკო ქურციკიძე და ია ყაჭიური:
შემდეგ მე მათ ვუჩვენე ჩემს მიერ დამზადებული ნაძვის ხეები და ავუხსენი თუ როგორ შეიძლება მათი აწყობა ნარჩენებისგან:
2014 წლის 18 დეკემბერი
კლასის საათი:I სემესტრის შედეგების განხილვა
IX კლასის თითოეულმა მოსწავლემ შეაფასა თავისი აკადემიური მოსწრება,ყოფაქცევა და გაკვეთილებზე დასწრება პირველი სემესტრის განმავლობაში.ზოგიერთმა მოსწავლემ ,რომელსაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს უმეტეს საგნებში, გამოთქვეს სურვილი,რომ მეორე სემესტრში ეცდებიან აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.
2014 წლის 26 დეკემბერი
IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლის საახალწლო ღონისძიებაში.გვანცა მამუკაშვილმა,ანი ბაზიერაშვილმა და დაკო შარვაშიძემ წაიკითხეს ლექსები.
1. ძველად აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან"მიიტანდა და იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო რა მოქმედებას შეასრულებდა?
(დაწურავდა)
2. სამეგრელოში. საახალწლოდ გამომცხვარ ოთხ ხაჭაპურს გიდელში (ყურძნის საკრეფი კონუსისებური მოწნული კალათა) აწყობდნენ და გოგონას მარნისაკენ ატანდნენ. ამავე დროს, პატარა ბიჭს მარნიდან ერთი დოქი ღვინო გამოჰქონდა და გოგონას შესახვედრად მოემართებოდა. შეხვედრისას იმართებოდა ჭიდილი, გამარჯვებულს მთელი ნადავლი მარანში შეჰქონდა, სადაც ოჯახის წევრები იყვნენ თავმოყრილნი. იწყებოდა სარიტუალო სმა-ჭამა.
ჭიდილში თუ გოგონა გაიმარჯვებდა- აბრეშუმისა და ყველა იმ მცენარეების, რომელთაც ქალი უვლიდა კარგი მოსავალი იქნებოდა,თუ ბიჭი გაიმარჯვებდა, იმ წელიწადს რის მოსავალი იქნებოდა კარგი?
(პურის და ღვინის )
3. მთაში საქონლის დალოცვა იცოდნენ. ოჯახს რომ დალოცავდნენ, გომურში შედიოდნენ, გატეხავდნენ მას და საქონელს ტანზე უსვამდნენ, რათა იმ წელიწადს არ გაბერწებულიყო და კარგი ნაშიერი ჰყოლოდა.რას გატეხავდნენ?
(კვერცხს)
4. მთაში იყო ასეთი რიტუალიც, როცა ხარი მდინარეზე ჩაჰყავდათ, წყალში ჩააყენებდნენ, მდინარის წყალს თვითონაც დალევდნენ და რქებზე სანთლებს აანთებდნენ. მერე სახლში შეჰყავდათ და კერას სამჯერ შემოატარებდნენ. შემდეგ მეკვლე მას იღებდა, კერაში ურტყამდა და ნაპერწკლების ყოველ გაცვენაზე ილოცებოდა: "ამდენი ხარი, ამდენი ცხორი, ამდენი დოვლათი.." ნაპერწკალიც სიმრავლის სიმბოლო იყო.რას იღებდა ხელში მეკვლე?
(მუგუზალს)
5. საქართველოს სამეფო კარის საახალწლო ეტიკეტი გამორჩეული იყო: მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლე, მილოცვები..
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი - ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს,,რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ სად ყრიდნენ?
(სანადიროდ შეგულებულ ადგილას).
6. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჩიჩილაკს დგამდნენ, ჩიჩილაკს მეორენაირად ბასილასაც ეძახიან, მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით სიცოცხლეს განასახიერებს. მას ძირითადად ამ ხისგან ამზადებენ და მერქნის ანათალების ბურბუშელას ხილითა და "ფოჩიანი კამფეტებით" რთავენ.რა ხისგან ამზადებდნენ ჩიჩილაკს?
(თხილის ხისგან)
7. დავით კობიძე, ეთნოგრაფი: საქართველოს ეს მხარე" თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, აქაური სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. რომელი მხარეა ეს?
(იმერეთი)
8. ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (და სხვათა შორის, დღესაც ითვლება). სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.რა უნდა დაეცხოთ ქალებს?
(ნაზუქები)
9. აქაურ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა, (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა..) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მათი სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".სადაურ საახალწლო სუფრაზეა საუბარი?
(მეგრულ)
10. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ მის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საახალწლო სუფრა მის გარეშე.რას ყიდულობდნენ ბარში?
(ღვინოს)
წყარო-http://www.vinoge.com/samzareulo/Soba-axali-wlis-ritualebi-saqarTveloSi
კლასის საათი:ვულკანი
რა არის გენდერული როლები from enuqishvili
2015 წლის 11 თებერვალი
სოფელ წინანდლის კულტურის სახლში დავესწარით პროექტ ეტალონის წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან შეხვედრას.
"„ეტალონი“ — სატელევიზიო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მედია საშუალებებით).
„ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ“ ქალაქ ჰანოვერში (გერმანია) 2006 წლის 26-28 მაისს ფართომასშტაბიან კონფერენციაზე პროექტი „ეტალონი“ პედაგოგიკის სიახლედ აღიარა, დიპლომი და ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი — „მედიაპედაგოგიკა“ შეურჩია."
წყარო
2015 წლის 11 თებერვალი
სოფელ წინანდლის კულტურის სახლში დავესწარით პროექტ ეტალონის წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან შეხვედრას.
"„ეტალონი“ — სატელევიზიო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის მასობრივ დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (მათ შორის მედია საშუალებებით).
ეტალონი ტელეკომპანია იმედისა და ჟურნალ „რეიტინგის“ ერთობლივი, მოსწავლე ახალგაზრდობაზე გათვლილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები.
„ეტალონის“ იდეის ავტორი და წამყვანია გოჩა ტყეშელაშვილი. ეთერში გასვლის შემდეგ, პროექტმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობაში, ისე უფროსი ასაკის ტელემაყურებლებში.პროექტს, ეთერში გასვლამდე უკვე მხარს უჭერდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. „ეტალონი“ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. იდეა, თამაშის მიმდინარეობა და წესები მთლიანად ქართულია და დაპატენტებულია.„ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ“ ქალაქ ჰანოვერში (გერმანია) 2006 წლის 26-28 მაისს ფართომასშტაბიან კონფერენციაზე პროექტი „ეტალონი“ პედაგოგიკის სიახლედ აღიარა, დიპლომი და ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი — „მედიაპედაგოგიკა“ შეურჩია."
წყარო
2015 წლის 19 თებერვალი
კლასის საათი:იდენტობა:ვინ ვარ მე?
მოსწავლეებმა ფურცლებზე უნდა ჩამოწერონ რაც შეიძლება მეტი პასუხი კითხვაზე "ვინ ვარ მე?"სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად გააცნონ საკუთარი ნუსხა კლასს.ასევე გამოყონ ამ ნუსხიდან რა არის მათთვის ყველაზე საამაყო და მისაღები ან არასასურველი მახასიათებელი.ასევე იმსჯელონ ,თუ აღმოაჩინეს ისეთი რამ საკუთარი თავის შესახებ,რაზედაც ადრე არ უფიქრიათ?
მოსწავლეების პასუხებში ჩამოწერილია ძირითადად ასაკი,სქესი,ინტერესები, ასევე მათი როლი ოჯახში და სკოლაში.
მე მათ განუმარტავ რა არის როლი: ეს არის გარკვეული პოზიცია,რომელსაც ადამიანი გარკვეული ურთიერთობებისას ასრულებს;ეს ფუნქციაა,რომელიც ადამიანმა საზოგადოებაში უნდა შეასრულოს.როლი შეიძლება იყოს სოციალური(მაგ, და,ძმა,დედა,ამა)ან ჯგუფური (მაგალითად ლიდერი,ხუმარა).ჩამონათვალში რაც უფრო ადრე ასახელებს მოსწავლე ამა თუ იმ როლს,მით მნიშვნელოვანია ის მისთვის.ცხოვრების მანძილზე ადამიანს სხვადასხვა როლის შესრულება უწევს.ჩამონათვალში რაღაც კატეგორიები მეთ-ნაკლებად მსგავსია,მაგრამ ,რაღაც მახასიათებლები განსხვავებული,რაც სრულიად ბუნებრივია.ყველა ადამიანი განსხვავებულად აღწერს საკუთარ თავს და განსხვავებულ როლებსა თუ მახასიათებლებს ანიჭებს მნიშვნელობას.მე მათ განუმარტავ,რომ ასეთი სავარჯიშოს შესრულებისას არ არსებობს მეტად და ნაკლებად მისაღები,ან სწორი ან მცდარი პასუხები;ყველა პასუხი ღირებულია.
მათ პატივი უნდა სცენ ერთმანეთის მიერ დასახელებულ როლებსა და მახასიათებლებს.
წყარო:
გვ.59-60
2015 წლის 27 თებერვალი
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ღონისძიებაზე მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები.
მოვასმენინეთ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა "დედა".
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ღონისძიებაზე მოვიწვიეთ მშობლები და მასწავლებლები.
მოვასმენინეთ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა "დედა".
შემდეგ მოსწავლეებმა მათ მიულოცეს "დედის დღე",წარმოთქვეს მისალოცი სიტყვები და წაიკითხეს ლექსები.
მშობლებმა და მასწავლებლებმა მადლობა მოუხადეს კლასის ხელმძღვანელს და მეცხრე კლასის მოსწავლეებს ღონისძიებაზე მოწვევისთვის.
კლასის საათი:სიყვარული
მოსწავლეებს ვეკითხები:
- რა არის სიყვარული?
- ყველას აქვს სიყვარულის უნარი?
- რაში ვლინდება სიყვარული?
- რაში გვეხმარება სიყვარული?
მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ წყვილებში და ამოარჩიონ 3 ზმნა,რომელიც მათი აზრით მეტად გამოხატავს სიყვარულის არსს,დაასაბუთონ,რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი.
მუშაობის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები თანაკლასელებს აცნობენ თავის არჩევანს და ასაბუთებენ,თუ რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი.
შემდეგ ვესაუბრები მათ სიყვარულის არსზე:სიყვარული პირველ რიგში არის სხვებთან ერთობის სურვილი და მარტოობიდან თავის დაღწევის საშუალება,ზრუნვა სხვებზე.ყველა დედას უყვარს თავისი შვილი და მუდმივად ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე,კვებაზე.
ვმართავ დისკუსიას თემაზე:
არის თუ არა რაიმე საერთო შრომასა და სიყვარულს შორის?
თითოეულმა მოსწავლემ გამოთქვა თავისი აზრი ამ თემის შესახებ.
კლასის საათი:ცხოვრების ჯანსაღი წესი
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას:როგორ გესმით ცხოვრების ჯანსაღი წესი?
ისინი ინდივიდუალურად პასუხობენ კითხვას ,შემდეგ მათ ვუჩვენებ გადაცემა "ეკოვიზია"-ს მიერ მომზადებულ ვიდეოს:
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს თუ რა იცოდნენ და გაიგეს ფილმის ნახვის შემდეგ ახალი.
2015 წლის 20 მარტი
კლასის საათი:დაუნის სინდრომი
21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეა.
21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
რატომ 21 მარტი?
რამდენადაც დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად თარიღი - 21 მარტი არის შერჩეული 21-ე ქრომოსომის, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ.
რატომ ჭრელი წინდები?
ჭრელი წინდები დაუნის სინდრომიანი ადამიანებისადმი სოლიდარობის სიმბოლოა.
21 მარტის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერი ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით. რამდენადაც წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს სიმბოლურად. კამპანიის მიზანია, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვება.
წყარო-1
წყარო-2
21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
რატომ 21 მარტი?
რამდენადაც დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება, შესაბამისად თარიღი - 21 მარტი არის შერჩეული 21-ე ქრომოსომის, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მე-3 თვე ტრისომიული მოვლენის სიმბოლოდ.
რატომ ჭრელი წინდები?
ჭრელი წინდები დაუნის სინდრომიანი ადამიანებისადმი სოლიდარობის სიმბოლოა.
21 მარტის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, ნებისმიერი ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით. რამდენადაც წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს სიმბოლურად. კამპანიის მიზანია, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვება.
წყარო-1
წყარო-2
ამ დღის აღსანიშნავად ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ამზადებენ ფლეშმობს და მონაწილეობას მიიღებენ აქციაში "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!"
2015 წლის 27 მარტი
კლასის საათი:კლიმატის ცვლილება
Publish at Calameo or read more publications.
2015 წლის 3 აპრილი
კლასის საათი:კლიმატის ცვლილება და საქართველო
2015 წლის 3 აპრილი
კლასის საათი:კლიმატის ცვლილება და საქართველო
კლიმატის ცვლილების შედეგები. from enuqishvili
კლასის საათი:ამაზონიის საშიში ცხოველები
მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
2015 წლის 17 აპრილი
კლასის საათი:ამაზონიის საშიში ცხოველები
მოსწავლეებს დავუსვი კითხვები:
- რომელ კონტინენტზე მიედინება მდინარე ამაზონი?
- რა იცით მდინარე ამაზონის შესახებ?
- როგორი კლიმატია ამაზონიაში
- რომელი ბიომები გვხვდება მდინარე ამაზონის აუზში?
National Geographic-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი:
2015 წლის 23 აპრილი
კლასის საათი:სასკოლო შფოთვა
კონფორმიზმი from enuqishvili
არა ძალადობას from enuqishvili
2015 წლის 21 მაისი
შვედეთში დაფუძნებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია LAVA-Dansproduktion 1997 წლიდან აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროექტებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.ამ ორგანიზაციამ წეროვანის და ბაზალეთის დასახლებაში მცხოვრები მოზარდებისათვის განახორციელა პროექტი"საზღვრებთან ლოდინი"
3 საათზე თელავის სახელმწიფო თეატრში დავესწარით საქველმოქმედო სპექტაკლს:"საზღვრებთან ლოდინი".
ქორეოგრაფი-ბენო ვურჰემი(შვედეთი).სპექტაკლში მონაწილეობდნენ საქართველოდან,უკრაინიდან,მოლდოვადან,სირიიდან მოწვეული მსახიობები და მოცეკვავეები,ასევე ბაზალეთისა და წეროვანის დევნილთა დასახლებიდან 6 მოზარდი.
2015 წლის 22 მაისი
”ბაღის ფრინველთა საათი” ეს არის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც 2009 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის - 22 მაისის აღსანიშნავად.
22 მაისს დილის 7 საათიდან 8 საათამდე ჩვენი სკოლის VII,VII, IX და X კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ ამ კამპანიაში.ისინი აკვირდებოდნენ ფრინველებს და აღრიცხავდნენ წინასწარ დარიგებულ ფურცლებზე,გაკვეთილების შემდეგ IX კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს შევსებული მონაცემების შეჯამება.
ფრინველის სახეობა
|
რაოდენობა
| |||||
*საყელოიანი გვრიტი
| ||||||
*ჩვეულებრივი გუგული
| ||||||
*ოფოფი
| ||||||
*დიდი ჭრელი კოდალა
| ||||||
*სოფლის მერცხალი
| ||||||
*ქალაქის მერცხალი
| ||||||
*ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა
| ||||||
*გულწითელა
| ||||||
*სამხრეთული ბულბული
| ||||||
*შავი შაშვი
| ||||||
*თოხიტარა
| ||||||
*წყალწყალა
| ||||||
*შავი წივწივა
| ||||||
*დიდი წივწივა
| ||||||
*წიწკანა
| ||||||
*ჭინჭრაქა (ღობემძვრალა)
| ||||||
*ნიბლია (სკვინჩა)
| ||||||
*ჩიტბატონა
| ||||||
*მწვანულა
| ||||||
*კულუმბური
| ||||||
*სახლის ბეღურა
| ||||||
*მოლაღური
| ||||||
*ჩხიკვი
| ||||||
*კაჭკაჭი
| ||||||
*რუხი ყვავი
| ||||||
2015 წლის 29 მაისი
2015 წლის 5 ივნისი
საინტერესო და სასიამოვნო სანახავია ნამუშევარი
ОтветитьУдалитьგმადლობთ ქალბატონო ნინო.
Удалитьძალიან სასიამოვნო და საინტერესო ნამუშევარია. ძალიან ვისიამოვნე . მადლობა
ОтветитьУдалитьძალიან კარგი ნამუშევარია, მომეწონა საიტის დიზაინი, ყველა დეტალი სასარგებლოა და ბევრი ვისწავლე. წელს მე-8 კლასის ხელმძღვანელი ვარ, ბევრი რა მაქვს სასწავლი....
ОтветитьУдалить