ჩემ მიერ შექმნილი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსები ბიოლოგიაში

ბიბლიოთეკა

ტრენინგების, სემინარების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები





                                                  ანგარიში
თარიღი-2013 წლის-28 ნოემბერი.

1.    ტრენინგის შესახებ:
  • ტრენინგის დასახელება:  ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ --ქ.თელავის მე-9- საჯარო სკოლა.
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  1 დღე (4 საათი).


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
  • მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა  „Movie Maker- ის გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
  • დღის წესრიგი:
  •   წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
  •   ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
  •   ისტ - თ გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ
  •   რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. - 10წთ
  •  D - GP - IP - პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. 45 წთ
  •   შესვენება - 20წთ
  •   ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
  •   ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
  •   პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
  •   შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი    - 20 წთ.
  •   D GP IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა - 30წთ
  •   გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  - 10წთ
  •   ტრენინგის შეფასება  - 10 წთ


3.   ტრენინგის მსვლელობა:
  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ 2 შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·       ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
  • ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
·       რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·       D - GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა განმარტა,  რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
  • შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
  • ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
  • ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა და გვითხრა, რომ სავარჯიშო ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა ამითაც.
  • პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
  • D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა: ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში დაბლოკილია ვიდეო - ფაილების საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
  •  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
  • დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
  • ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მატთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება.

4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

5.   ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში.

                             

სსიპ - - თელავის- მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის
გეოგრაფია- ბიოლოგიის მასწავლებელი    - თამარ ენუქიშვილი.


რიცხვი 2013 წლის 28 ნოემბერი.







Inteli-ს ტრენინგის წერილობითი ანგარიში

1. ანგარიშის ფორმა:

ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს sylfaen-ში 12 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1.5;
ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი ცნობა ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ განმხორციელებელი ორგანიზაციიდან.
2. ანგარიშის შინაარსი:
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება
2013 წლის 24 ნოემბერს თელავის მეცხრე სკოლაში დაიწყო Intel - ის ტრენინგები "პროექტებით სწავლება",ხელმძღვანელი ლალი გიგაური.ტრენინგები ჩატარდა ყოველ შაბათ-კვირას ათის ნახევრიდან ორის ნახევრამდე 9 მეცადინეობა.ტრენინგის ხანგრძლივობა ერთ დღეს 4 საათი,ხოლო საათების საერთო რაოდენობა 36 -ი.ტრენინგი დამთავრდა 22 დეკემბერს.
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ნაწილი 2 - ღონისძიების მიზანი:
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი მასწავლებლებს დაეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
 ამოცანები:
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.

ნაწილი 3 - რეზიუმე
Intel - ის ტრენინგკურსი 36 საათიანია, რომელიც გადანაწილებულია 9 ტრენინგდღეზე.მოიცავს 8 მოდულს:
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი

ძირითადი აქტივობები:
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
თქვენი პროექტის შესაბამისი 21- საუკუნის უნარ_ჩვევების შერჩევა
საპროექტო იდეების გენერირება
რეფლექსია ბლოგზე
მოდული 2. : ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება

ძირითადი აქტივობები:
სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
სეფასების ეფექტური სტრატეგიის მოკვლევა
დროში გაწერილი სეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
შეფასების ფორმის სედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
პროეტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
რეფლექსია ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

ძირითადი აქტივობები:
უკუკავშირის მიღება პროექტის პორრტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისათვის
რეფლექსია ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუზნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად.
მოსწაველთა მიერ შექმ ილი გამოცემის, პრეზენტასციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის სწავლის სედეგების დემონსტრირების მიზნით
სწავლების პროცედურების მონახაზის სედგენა
მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
რეფლექსია ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროეტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
უკუკავშირის მირება ოსწავლსი ნიმუშზე
შეფასების პრცესსი მოსწავლეების ჩარვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დალევის გზების მოძიება
თქვენ მიერ გამოყენებული სეფასების ფორმების ანალიზი და სეფასება / თვითშეფასება
შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
თქვენი მოსწავლეებისათვის შესაბამისი შეფასების ფორმების სედგენა
შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის სექმნილი პროექტის ნიმსის გადახედვა და სესაბამისი ცვლილებეის შეტანა
პრეოქტის გეგმის განხილვა
რეფლექსია ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწაველთა წარმატებისათვის
თემა: მოსწავლეთა ხლშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელსემწყობი სეფასების ფორმების შექმნა
მოსწაველთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შემნა
პროექტის გეგმის სევბლა სხვადასხვა სტილის/დნის მოსწავლეთა საწიროებების გათვალისწინებით
რეფლწქსია ბლოგზე
თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმნეით მოსწაველზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
კითხვის დასმის სტრატეგიები მარალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
დამხმარე მასალების შექმნა
პროეტის გეგმისს განახლება
განხორციელების  სტრატეგიების განხილვა
დოკუმნეტის სექმნა მენეჯმენტისთვის
საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება სეფასებისს სედეგების მიხედვით
რეფლექსია  ბლოგზე
მოდული 8: პროეტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
რეფლექსია ბლოგზე
ინტელის ძირითადი კურსის შეფასება

ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
ჩემთვის Intel-ის ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,რადგან დაწვრილებით შევისწავლე პროექტზე მუშაობის წარმართვის დეტალები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემს მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისას. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. პროექტებზე მუშაობა  ტრენინგის გავლის შემდეგ  უკვე მეტად იოლი იქნება.ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ ცოდნას პროექტებით სწავლების პროცესში. ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო და როგორ ვაწარმოვო დღიურები ბლოგზე.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.


ხელმოწერა:თამარ ენუქიშვილი

თარიღი:2013 წლის 22 დეკემბერი.














2014 წლის 28 დეკემბერი.
გაეროს მიერ ორგანიზებული ტრენინგი,რომელიც შეეხებოდა შავი ზღვის სკივრის სახელმძღვანელოს სწავლების მეთოდოლოგიას.

2016 წლის 6-8 თებერვალი

Комментариев нет:

Отправить комментарий